ბინდი (lubricán)

დილის ან საღამოს ბინდი. ერთ-ერთი შესაძლო ეტიმოლოგიური წარმოშობაა ლათინური ტერმინი lubricus, რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც მოლიპული. ამ შემთხვევაში ის გადმოსცემს დღის ამ მონაკვეთის წარმავალ ბუნებას, რომელიც სწრაფად გვისხლტება ხელიდან (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით). არ გამოირიცხება არც სიტყვა lúgubre-სთან (მოუსვენარი, პირქუში) კავშირი, იმ ბნელი და პირქუში ატმოსფეროს გამო, რომელიც დღესა და ღამეს შორის გადასვლას ახასიათებს. მესამე შესაძლებლობაა, რომ ის წარმოიშვა ლათინური სიტყვებიდან lupus (მგელი) და canis (ძაღლი), რადგან ამ სუსტი სინათლისას ძაღლები ყეფენ და მგლები ყმუიან. არც სინათლეა საკმარისი იმისთვის, რომ მწყემსებმა მკაფიოდ გაარჩიონ ერთმანეთისგან.