პეპლის ეფექტი
არაწრფივი (ქაოტური) დინამიური სისტემის, როგორიცაა ატმოსფერო, ქცევა, რომელიც ავლენს, თუ რა დიდად არის მისი ევოლუცია დამოკიდებული საწყის პირობებზე. შემთხვევით აღმოაჩინა 1960-იანი წლების დასაწყისში მეტეოროლოგმა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (აშშ) პროფესორმა ედვარდ ნორტონ ლორენცმა (1917-2008), რომელმაც ის გააცნო სტატიაში - გამოქვეყნებულია 1963 წელს -, რომელმაც ძლივს გასცდა მეტეოროლოგიურ სფეროს. მსოფლიო აღიარება მას 1972 წლის დეკემბერში მოუვიდა, იმ წლის AAAS-ის (ამერიკული ასოციაცია მეცნიერების განვითარებისთვის) კონგრესზე წაკითხული ლექციის შემდეგ, სათაურით: „მოვლენს თუ არა ბრაზილიაში პეპლის ფრთების ქნევა ტორნადოს ტეხასში?“. ლორენცმა აღმოაჩინა, რომ ატმოსფერო არის სისტემა, რომელსაც ქაოსის კანონები მართავს, რის გამოც ჩვენ ვერ ვახერხებთ მისი მომავალი ქცევის სრული სიზუსტით წინასწარმეტყველებას. ჩვენი უუნარობა, აბსოლუტური სიზუსტით დავადგინოთ ატმოსფეროს საწყისი მდგომარეობა, სისტემის პროგნოზირებადობას ზღვარს უწესებს. გამოთქმა პოპულარული გახდა და გამოიყენება იმის აღსანიშნავად, რომ ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია: რაც მოცემულ მომენტსა და ადგილას ხდება, შეიძლება გამოიწვიოს რაღაც ძალიან განსხვავებული და მოულოდნელი იქიდან შორს.