პერმაფროსტი
საერთაშორისოდ გამოყენებული სახელწოდება მუდმივად გაყინული გრუნტისთვის. იგი წარმოიქმნება ინგლისური სიტყვების permanent (მუდმივი) და frost (ყინვა, ყინული) შერწყმით. ეს არის ნიადაგის - მიწის, ქანის ან ორივეს ნარევის, ასევე ორგანული ნივთიერების - ფენა, ცვალებადი სისქის, რომელშიც მასში არსებული წყალი მთელი წლის განმავლობაში მთლიანად ან ნაწილობრივ გაყინულია. პერმაფროსტი არსებობს დედამიწის იმ ცივ ადგილებში, სადაც ზაფხულის დათბობა ვერ ახერხებს ნიადაგში არსებული ყინულის სრულად გალღობას. ჩვეულებრივ, ყოველწლიური გაყინვა-გალღობის ციკლით მოქმედი ზედაპირული ფენის ქვემოთ მდებარეობს მუდმივად გაყინული გრუნტის ქვედა ფენა. ბოლო ათწლეულებში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მაღალ განედებზე (სადაც გლობალური დათბობა ყველაზე ძლიერად ვლინდება) ტემპერატურის მატება იწვევს ნიადაგში ყინულის სეზონური დნობის უფრო და უფრო დიდ სიღრმეებამდე მიღწევას. ეს გარემოება იწვევს ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მეთანისა და CO2-ის გამოყოფას.