კლიმატის ცვლილება

ამ გამოთქმის ყველაზე გავრცელებული გამოყენება ეხება დედამიწის კლიმატში მიმდინარე ცვლილებებს, რომლებიც დიდწილად გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით, კერძოდ, ატმოსფეროში სათბური გაზების ემისიით, რაც წიაღისეული საწვავის მასობრივი წვის შედეგია. დაკვირვებადი გლობალური დათბობა მიმდინარე (იგულისხმება, ანთროპოგენური) კლიმატის ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა. ფართო გაგებით, ტერმინი აღნიშნავს კლიმატური არამდგრადობის ნებისმიერ ფორმას, მისი ფიზიკური მიზეზების მიუხედავად. იმის გათვალისწინებით, რომ დედამიწის კლიმატი ბუნებით ცვალებადია, როდესაც მისი ბუნებრივი ცვალებადობის ფარგლებში (საკმარისად ხანგრძლივ პერიოდებში) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოვლინდება, სამართლიანად შეიძლება კლიმატის ცვლილებაზე საუბარი. დედამიწის ისტორიის მანძილზე მრავალი ასეთი ცვლილება მომხდარა, სხვადასხვა ნიშნისა და სიდიდის, თუმცა დღევანდელის თავისებურება ისაა, რომ მისი მიწერა მხოლოდ ბუნებრივი მიზეზებისთვის შეუძლებელია.

დაკავშირებული ტერმინები: ნახშირორჟანგი (CO2), სათბურის ეფექტი