კრიოსფერო
კლიმატური სისტემის კომპონენტი, რომელიც მოიცავს დედამიწაზე მყარ მდგომარეობაში არსებულ მთელ წყალს, როგორც დედამიწის ზედაპირზე, ისე მის ქვეშ, როგორც კონტინენტურ, ისე საზღვაო არეალებში. იგი მოიცავს ზღვის, ტბისა და მდინარის ყინულს, ხმელეთზე დაგროვილ თოვლს, მყინვარებს, დიდ ყინულოვან საფარს (ანტარქტიდა, გრენლანდია) და დროებით ან მუდმივად გაყინულ გრუნტს (მუდმივი მცირეყინვა/მრავალწლიანი მკვდარი ყინვა). კრიოსფერო მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედამიწის კლიმატში და გლობალური დათბობის მომავალი განვითარებისთვის გასაღებია. თოვლისა და ყინულის მაღალი ამრეკლი უნარი (დაცემული მზის რადიაციის 90%-მდე) პლანეტის საშუალო ტემპერატურის ბუნებრივი რეგულატორია. უფრო მცირე ყინულოვანი ზედაპირი გულისხმობს დედამიწაზე სითბოს უფრო დიდ შთანთქმას, რასაც ტემპერატურის ზრდა მოჰყვება.