ჭირხლის ყვავილი

ყვავილის ფორმის შთამბეჭდავი ჭირხლოვანი სტრუქტურა, რომელიც გარკვეულ გარემო პირობებში წარმოიქმნება ზღვის ყინულის ფენაზე (პაკ-ყინული). მოვლენა იღებს სათავეს წყლის ორთქლისგან, რომელიც ყინულოვან ზედაპირზე არსებული პატარა ბზარებისა და ხვრელებიდან გამოდის. თუ მასთან კონტაქტში მყოფი ჰაერი ძალიან ცივია - დაახლოებით –22°C ტემპერატურის - და მშვიდია, ხდება წყლის ორთქლის სუბლიმაცია და ყვავილი ვითარდება. ამ მოტივტივე ყინულის ფენაზე არსებული მარილის ნაწილაკები გაყინვის ბირთვების როლს ასრულებენ და ხელს უწყობენ ამ მშვენიერი სტრუქტურის შემქმნელ ჭირხლის კრისტალებს. ამას ხელს უწყობს აგრეთვე პაკ-ყინულის უსწორმასწორობაც. ჭირხლის ყვავილების ერთ-ერთი თავისებურებაა ის, რომ ისინი მლაშეა, რაც არ ხდება ზღვის წყლის პირდაპირი გაყინვით წარმოქმნილ ყინულთან. ჭირხლის ყვავილები მარტო არ ჩნდება, არამედ ქმნის მდელოებს, რომლებიც მნიშვნელოვან ფართობს აღწევს. ისინი დაფიქსირებულია როგორც არქტიკაში და ანტარქტიდაში, ისე ზოგიერთი მტკნარი ტბისა და ლაგუნის გაყინულ ზედაპირზეც.