კორიოლისის ეფექტი
მბრუნავ ათვლის სისტემაში ეს არის ეფექტი, რომელსაც თავად ბრუნვა იწვევს ნებისმიერ მოძრავ ობიექტზე. იგი დასახელებულია ფრანგი ინჟინრისა და მათემატიკოსის გასპარ-გუსტავ დე კორიოლისის (1792-1843) პატივსაცემად, რომელმაც პირველმა აღწერა იგი მათემატიკურად, 1835 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში. დედამიწაზე კორიოლისის ეფექტი მისი ზედაპირის გასწვრივ მოძრავი ობიექტების, ისევე როგორც თავად გეოფიზიკური სითხეების, როგორც წყლის, ისე ჰაერის, ტრაექტორიას გადახრის. ეს გადახრა მარჯვნივაა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და მარცხნივ სამხრეთში. ატმოსფეროში მოძრავი ჰაერის ნებისმიერი მოცულობა ამ ეფექტს ექვემდებარება, რაც მასზე წარმოქმნის ფიქტიურ ანუ მოჩვენებით ძალას, რომელიც ემატება ჰაერზე მოქმედ ძალებს, როგორიცაა ჰორიზონტალური წნევის გრადიენტით გამოწვეული ძალა, ხახუნი ან ცენტრიდანული ძალა, რომელიც მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, როცა ტრაექტორიები წრიულია.
დაკავშირებული ტერმინები: კორიოლისის ძალა
ასევე ცნობილია როგორც: კორიოლისის აჩქარება