ფულგურიტი

მინისებრი სილიციუმის მილისებრი, ფესვის ფორმის სტრუქტურა, რომელიც წარმოიქმნება ქვიშიან, მშრალ გრუნტში ელვის მიწაზე დარტყმის შედეგად. მაღალი ტემპერატურები - 4000°C-მდე -, რომლებსაც ელექტრული განმუხტვა იწვევს მიწისქვეშა გზაზე, ადნობს ქვიშის მარცვლებს და ქმნის მინისებრი მასალის ვიწრო არხს, რომელსაც ხშირად ტოტები აქვს. მიწისქვეშა წყლების აორთქლება, რომელიც ასევე მიწისქვეშ ხდება, და შემდგომი სწრაფი გაცივება ხელს უწყობს ფულგურიტის შიგნით ღრუს წარმოქმნას. ეს „ელვის მილები“ დიამეტრით რამდენიმე მილიმეტრიდან 5 სანტიმეტრამდეა, ხოლო მათი სიგრძე ზოგჯერ ერთ მეტრს აჭარბებს. ქვიშის შემადგენლობის მიხედვით მას სხვადასხვა ფერი აქვს. სიტყვა ეტიმოლოგიურად ლათინური ტერმინიდან fulgur მომდინარეობს, რაც ელვას ან ნათებას ნიშნავს. ფულგურიტი არ უნდა აგვერიოს ცერაუნიაში, რაც ელვის ქვის ან ისრის სახელწოდებაა.