აქროლადი ორგანული ნაერთები (აონ)
ორგანული წარმოშობის ქიმიური ნივთიერებების ერთობლიობა, რომელთაც დიდი აქროლადობა ახასიათებთ. იგი მოიცავს ყველა ნახშირწყალბადს, რომლებიც ოთახის ტემპერატურაზე (ნორმალურ პირობებში) აირისებრ მდგომარეობაშია ან სწრაფად გადადის თხევადიდან აირად მდგომარეობაში. ამ დამაბინძურებელი ნივთიერებებიდან ათასზე მეტია კატალოგიზებული, რომლებიც გავრცელებულია დედამიწაზე, ისეთ შორეულ ადგილებში, როგორიცაა ანტარქტიდა, ღრმა ზღვა, ტროპიკული ტყეები ან მაღალი მთები.