გეოსმინი
ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ბაქტერია Streptomyces coelicolor და ნიადაგში არსებული ზოგიერთი ციანობაქტერია და სოკო გამოიმუშავებს და რომელიც ჰაერში გამოიყოფა, როცა მიწა სველდება. იგი ძირითადად პასუხისმგებელია წვიმის დამახასიათებელ სუნზე, როდესაც ის მშრალ მიწაზე მოდის. წვეთების დაჯახება მიწასთან იწვევს იმ მყნოსვადი ნივთიერებების ატმოსფეროში მოხვედრას, რომლებსაც ჩვენ ვგრძნობთ. ტერმინი ძველი ბერძნულიდან მოდის და ნიშნავს „მიწის არომატს".
დაკავშირებული ტერმინები: პეტრიქორი