გეოინჟინერია

ტექნიკებისა და ტექნოლოგიების ერთობლიობა, რომელიც შექმნილია კლიმატური სისტემის მიზანმიმართული მანიპულირებისთვის, გლობალური დათბობის შეკავების მიზნით. დღემდე შემუშავებული მეთოდების უმეტესობა ორ ძირითად კატეგორიაში ექცევა: 1) ისინი, რომლებიც სისტემაში შემომავალი მზის ენერგიის რაოდენობის შემცირებას ცდილობენ; და 2) ისინი, რომლებიც CO2-ის კონცენტრაციის შემცირებას ისახავენ მიზნად ატმოსფეროში, ნახშირბადის წმინდა შთამნთქმელების გაზრდით. კლიმატურ ინჟინერიას ატმოსფეროს მეცნიერების მრავალი სპეციალისტი განიხილავს როგორც მასშტაბურ ექსპერიმენტს გაუთვალისწინებელი შედეგებით, რაც განგაშს იწვევს იმ რისკების გამო, რომლებიც მისმა პლანეტარულ მასშტაბში განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს.