ვან ალენის სარტყლები
მაგნიტოსფეროს ორი რეგიონი, რომლებიც ეკვატორის სიბრტყეში მდებარეობს და რომლებშიც მაღალენერგეტიკული ელექტრული ნაწილაკების მაღალი კონცენტრაციაა, მზის ქარისა და კოსმოსური გამოსხივების დედამიწის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედების შედეგად. თითოეული ეს სარტყელი ქმნის ტოროიდს, რომელშიც ზემოხსენებული ნაწილაკები არიან მოქცეულნი და ყველა დედამიწის გარშემო ბრუნავს. შიდა სარტყელი 1-დან 2 დედამიწის რადიუსამდე მანძილზე მდებარეობს, გარე კი 3-დან 4-მდე. ისინი დასახელებულია ჯეიმს ა. ვან ალენის (1914-2006) პატივსაცემად, ამერიკელი ფიზიკოსისა, რომელმაც ისინი აღმოაჩინა.
დაკავშირებული ტერმინები: მაგნიტოსფერო