მაგნიტოსფერო

ატმოსფეროს გარეთა (იონიზებული) ნაწილიდან კოსმოსისკენ გადაჭიმული რეგიონი, რომელიც აკრავს მთელ დედამიწას და ქმნის დამცავ ფარს მზის ქარის შემადგენელი მაღალენერგიული ელექტრული მუხტების წინააღმდეგ. დედამიწის მაგნიტური ველი ნაწილაკების ამ ნაკადს მაგნიტური პოლუსებისკენ ასხვაფერებს; მათ შორის ურთიერთქმედება მზისკენ მიმართულ მხარეს დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 100000 კილომეტრზე, ე.წ. მაგნიტოპაუზაზე ხდება. მაგნიტოსფერო მხოლოდ დედამიწას არ ახასიათებს, რადგან მას მზის სისტემის სხვა პლანეტებიც ფლობენ, რომლებსაც მაგნიტური ველი აქვთ.

დაკავშირებული ტერმინები: ვან ალენის სარტყლები