ვენტურის ეფექტი
სითხეების დინამიკის კარგად ცნობილი მოვლენა, რომელიც 1797 წელს გახადა ცნობილი იტალიელმა ფიზიკოსმა ჯოვანი ბატისტა ვენტურიმ (1746-1822) და რომელიც მდგომარეობს მილში გამავალი სითხის ან აირის წნევის შემცირებაში, როცა მილი ვიწროვდება, სითხის მიერ მიღებული გაზრდილი სიჩქარის შედეგად. ატმოსფეროში ვენტურის ეფექტი მკაფიოდ ვლინდება როგორც მთის უღელტეხილებსა და მწვერვალებზე, ისე რელიეფის ვიწრო უბნებში (სრუტე, ხრამი, ხეობა...), სადაც ნაკადის ხაზები ერთმანეთს უახლოვდება, რასაც მოჰყვება ადგილობრივი წნევის ვარდნა და ქარის სიჩქარისა და ამოვარდნილობის ზრდა.