ლიფსი

ბერძნულ მითოლოგიაში სამხრეთ-დასავლეთის ქარის ღმერთისთვის მიცემული სახელი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ლიბისი. ეს იყო ქარი, რომელიც ლიბიიდან უბერავდა. ათენის ქარების კოშკზე ის გამოსახულია როგორც ფრთოსანი, წვერგაუბარი ახალგაზრდა კაცი, ტუნიკაში გამოწყობილი, რომელსაც ხელში ნავის საჭე უჭირავს. რომაულ მითოლოგიაში მისი ექვივალენტი იყო ქარის ღმერთი აფრიკუსი (აფრიკიდან მომავალი).