დუგლასის ზღვის სკალა

რიცხვითი სკალა, რომელიც ზღვის სხვადასხვა მდგომარეობას ახარისხებს 0-დან 9-მდე, ტალღების ზომის მიხედვით. იგი 1919 წელს შექმნა ინგლისელმა ვიცე-ადმირალმა სერ ჰენრი პერსი დუგლასმა (1876-1939) იმ პერიოდში, როცა ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ჰიდროგრაფიულ სამსახურს. სკალის ქვედა ბოლოში 0 ბალი შეესაბამება მშვიდ ან გლუვ ზღვას, ტალღების გარეშე. ზედა ბოლოში 9 ბალი შეესაბამება უზარმაზარ ზღვას (sic), 14 მეტრზე მეტი ტალღებით.

დაკავშირებული ტერმინები: ზღვის მდგომარეობა