სეიში

ტბის ან ზღვის ზედაპირზე წარმოქმნილი დგომარე ტალღები, რომელთა წარმოშობა შეიძლება იყოს მცირე სეისმური მოძრაობები, ძლიერი ქარები ან ატმოსფერული წნევის უეცარი ცვლილებები. ეს ტალღური მოვლენა პირველად ჟენევის ტბაზე შეისწავლა 1890 წელს შვეიცარიელმა ჰიდროლოგმა ფრანსუა-ალფონს ფორელმა (1841-1912). რხევის პერიოდი შეიძლება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე მერყეობდეს. სეიშები გარკვეული რეგულარობით ხდება დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე.