საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა (AWP)

მეტეოროლოგიური მოვლენა, რომელიც პოტენციურად საშიშია მოსახლეობისთვის. მისი ზემოქმედება ადამიანებზე შეიძლება იყოს პირდაპირი (მაგ., ელვის დარტყმა) ან არაპირდაპირი (მაგ., დახრჩობა მდინარის ადიდებით გამოწვეულ წყალდიდობაში, რომლის ხარჯი კოკისპირული წვიმის შედეგად უეცრად გაიზარდა). ის აგრეთვე შეიძლება სხვადასხვა სიმძიმის მატერიალურ ზიანს იწვევდეს.