მაგნუსის ეფექტი

სითხეთა დინამიკის კარგად ცნობილი ეფექტი, რომელიც ატმოსფეროში ვლინდება ჰაერში მოძრავ ნებისმიერ მბრუნავ ობიექტზე და იწვევს მისი ტრაექტორიის გადახრას. იგი პირველად 1853 წელს აღწერა გერმანელმა ფიზიკოსმა და ქიმიკოსმა ჰაინრიჰ გუსტავ მაგნუსმა (1802-1870), რომლის სახელსაც ატარებს. ის წარმოუდგენელი ტრაექტორიები, რომლებიც ზოგჯერ ფეხბურთის ან ჩოგბურთის ბურთებს აქვთ მატჩების დროს, ამ ეფექტის მოქმედების კარგი მაგალითებია.