მზის მუდმივა
თეორიული რიცხვითი მნიშვნელობა, რომელიც მიიღება იმ მზის რადიაციის რაოდენობის გამოთვლით, რომელიც დროის ერთეულში ეცემა გამოსხივების ნაკადის პერპენდიკულარულ, ატმოსფეროს გარე საზღვარზე მდებარე ერთი კვადრატული მეტრის ზედაპირს, როდესაც დედამიწა მზიდან თავის საშუალო მანძილზეა (149,6 მილიონი კილომეტრი). თანამგზავრული გაზომვები ადასტურებს, რომ მზის დასხივება დროთა განმავლობაში ოდნავ იცვლება, ამიტომ აღნიშნული „მუდმივა" სინამდვილეში საშუალო მნიშვნელობაა, რომელიც 1367 W/m2-ის ტოლია. მეტეოროლოგიის უმეტეს ტექსტში იგი აღინიშნება ასო S-ით.