მირაჟი

ოპტიკური ილუზია, რომელიც გამოწვეულია მზის სხივების გადახრით ატმოსფეროს ქვედა ფენაში, დედამიწის ზედაპირთან ახლოს გავლისას, როდესაც იქ ძლიერი ვერტიკალური ტემპერატურული გრადიენტია, რაც არსებითად ცვლის ჰაერის გარდატეხის მაჩვენებლებს. მოვლენა, რომელიც espejeo-ს სახელითაც არის ცნობილი - ლათინური speculum-იდან (სარკე) -, ცვლის ჩვენგან შორს, ჰორიზონტზე მდებარე საგნების ვიზუალურ აღქმას. მათი სტაბილური ან მოციმციმე გამოსახულებები იქმნება, რომლებსაც, მირაჟის ტიპის მიხედვით, დამახინჯებულს, გამეორებულს, ამოტრიალებულს ან თავდაპირველი მდებარეობიდან გადაადგილებულს ვხედავთ.

დაკავშირებული ტერმინები: ფატა მორგანა