ირიზაცია
ოპტიკური მოვლენა, რომელიც შედგება ფერთა ერთობლიობისგან, რომელიც ჩნდება მაღალ და საშუალო დონის ღრუბლებში, მზესთან მცირე კუთხური მანძილის დაშორებით. იგი უმეტეს შემთხვევაში სინათლის დიფრაქციით არის გამოწვეული. შეიძლება გამოჩნდეს შერეული ფერებით ან ღრუბლის კონტურების თითქმის პარალელური ზოლების სახით, რომლებშიც პასტელური მწვანე და ვარდისფერი ფერები ჭარბობს. მზის დისკოს (სინათლის წყაროს) სიახლოვე ირიზაციის მქონე ღრუბლებთან ართულებს დაკვირვებას. პოლარიზებული მზის სათვალეების ტარება საშუალებას იძლევა, მკაფიოდ დავინახოთ.