ინსოლაცია
პირდაპირი მზის რადიაციის რაოდენობა, რომელიც მოცემულ დონეზე ზედაპირის ერთეულზე ეცემა. ის ჩვეულებრივ ან ატმოსფეროს ზედა საზღვარს მიღწეულ, ან დედამიწის ზედაპირს მიღწეულ რადიაციას ეხება. გამოიხატება W/m2-ში და დამოკიდებულია მზის მუდმივაზე, წელიწადის დროზე, განედზე და ჰაერის გამჭვირვალობის ხარისხზე. ტერმინი ასევე შეიძლება ეხებოდეს ჰორიზონტალური ზედაპირის ერთეულზე დაცემული მზის რადიაციის (პირდაპირი + დიფუზური) ინტენსივობას ან ჯამურ რაოდენობას, ისევე როგორც მზის ნათების საათებს; რაც მეტეოროლოგიაში უდრის იმ დროს, რომლის განმავლობაშიც დღის მანძილზე მზე ანათებს ღრუბლებით დაუფარავად.
დაკავშირებული ტერმინები: ჰელიოგრაფი / მზის ნათების ჩამწერი