სიმაღლე ზღვის დონიდან
ვერტიკალური მანძილი, რომელიც იზომება ზღვის საშუალო დონიდან დედამიწის ზედაპირზე მდებარე წერტილამდე, უძრავ ობიექტამდე ან დონემდე. ეს ცნება ხშირად ერევათ სიმაღლესთან (altitude), რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ატმოსფერული დონეების ან ატმოსფეროში მდებარე წერტილის ან ობიექტის, როგორიცაა ზონდირების ბურთი ან თვითმფრინავი, მისათითებლად. ხმელეთზე მდებარე ადგილისთვის სწორია მისი აბსოლუტური სიმაღლის (elevation) და არა სიმაღლის (altitude) აღნიშვნა.