ჩინუკი
ქარი, ძირითადად სამხრეთ-დასავლეთიდან, მშრალი და ფენის ეფექტის გამო გადახურებული, რომელიც კლდოვანი მთების (აშშ) ქარსაფარ მხარეს, აღმოსავლეთ ფერდობზე უბერავს. მისი დაწყება ტემპერატურის მნიშვნელოვან მატებას იწვევს. სახელი მიიღო ინდიელთა ტომებისგან, რომლებიც აშშ-ის წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს რეგიონში, კოლუმბიის მდინარის მიმდინარეობის გასწვრივ ცხოვრობდნენ, თუმცა ხალხში ცნობილია როგორც "თოვლის მჭამელი" (snow eater).