ცისფერი მთვარე
სახელწოდება, რომელსაც ინგლისურენოვანი ადამიანები აძლევენ ერთსა და იმავე თვეში მომხდარ მეორე სავსე მთვარეს, რაც საშუალოდ ორნახევარ წელიწადში ერთხელ ხდება. ეს სახელწოდება ეწოდება ასევე მოცისფრო ან მომწვანო ფერის მთვარეს, რომელიც შეინიშნება დედამიწაზე მძლავრი ვულკანური ამოფრქვევის დროს. ძალიან წვრილი ნაწილაკების უზარმაზარი რაოდენობის ატმოსფეროს ზედა ფენებში გამოფრქვევა ასუსტებს მთვარის სინათლის უფრო გრძელტალღოვან ნაწილს (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი) და აძლიერებს უფრო მოკლეტალღოვან ფერებს (მწვანე, ცისფერი, იისფერი). ეს ოპტიკური მოვლენა მსგავსია სიგარეტის კვამლში დაკვირვებული მოვლენისა, რომლის მოცისფრო ფერი ამ კვამლის შემადგენელი ნაწილაკებიდან არეკლილი სინათლის შერჩევითი გაბნევის შედეგია.