ზონდას ქარი
ძალიან მშრალი, თბილი, მტვრიანი დასავლეთის ქარი, რომელიც უპირატესად მაისიდან ოქტომბრამდე უბერავს არგენტინის ცენტრალურ ნაწილში და მოდის კუიოს რეგიონში მდებარე ანდების აღმოსავლეთი ფერდობის სექტორიდან. თავდაპირველად ეს ცივი, ტენიანი ქარია, რომელიც ანდების ქედის ქარისპირა ფერდობებზე უხვ წვიმას, ამ სექტორის მწვერვალებზე კი თოვლს ტოვებს. ქარქვეშა მხარეს დაშვებისას იგი თანდათან თბება ფიოენის ეფექტის გამო, რაც ტემპერატურის შესამჩნევ მატებას იწვევს და დაახლოებით 40°C-ის მნიშვნელობებს აღწევს. იგი ასევე ცნობილია როგორც sondo.