სუბლიმაცია
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის ცვლილება, უშუალოდ მყარი ფაზიდან აირად ფაზაში თხევადი ფაზის გავლის გარეშე. საპირისპირო პროცესს (ორთქლიდან მყარში) უწოდებენ უკუ სუბლიმაციას, თუმცა მეტეოროლოგიაში ორივე პროცესს - პირდაპირსა და საპირისპიროს - ხშირად სუბლიმაციას უწოდებენ. ჭირხლის წარმოქმნა ან თოვლის შემქმნელი ყინულის კრისტალების ზრდა ჰაერში არსებული წყლის ორთქლის სუბლიმაციის შედეგია.