დიფუზია
სითხეში ან აირში მიმდინარე ფიზიკური პროცესი, რომლის მეშვეობითაც მისი გარკვეული თვისება ან მასში შემავალი მატერიალური ნაწილაკების გარკვეული რაოდენობა ვრცელდება. იგი ხდება როგორც მოლეკულურ დონეზე, ისე ტურბულენტური მოძრაობებით, სხვადასხვა მასშტაბით, როგორც ეს ატმოსფეროში ხდება (ტურბულენტური დიფუზია). ტერმინი გამოიყენება აგრეთვე ელექტრომაგნიტური გამოსხივების იმ მატერიალურ გარემოს მოლეკულებთან ურთიერთქმედების შედეგად მიღებულ პროცესზე მითითებით, რომელშიც იგი გადის (მაგალითად, მზის სინათლე ატმოსფეროში), რასაც უფრო ხშირად გაბნევას უწოდებენ.