ნახშირბადის ციკლი

მნიშვნელოვანი ბუნებრივი ციკლი, რომელიც დედამიწაზე მიმდინარეობს და მოიცავს ნახშირბადის მთელ ნაკადს მისი შემცველი სხვადასხვა ნაერთის რეზერვუარებსა და კლიმატური სისტემის თითოეულ კომპონენტს შორის (ატმოსფერო, ჰიდროსფერო, კრიოსფერო, ბიოსფერო და ლითოსფერო). ნახშირბადის ნაერთების ატმოსფეროში გამოყოფა წიაღისეული საწვავის წვის შედეგად ამ ბუნებრივ ციკლს ცვლის, რაც ზემოხსენებულ კლიმატურ სისტემაში, განსაკუთრებით ატმოსფეროში, შესამჩნევი ცვლილებებით ვლინდება.

დაკავშირებული ტერმინები: რეზერვუარი