ადვექცია
ჰაერის მასის სრიალი დედამიწის ზედაპირზე, რასაც შედეგად მოჰყვება სითბოსა და ტენის ჰორიზონტალური გადატანა. საუბარია თბილ ან ცივ ადვექციაზე გადაადგილებული ჰაერის ტემპერატურის მიხედვით. ადვექცია ოკეანეებშიც ხდება, ამ შემთხვევაში წყლის მასების. ხოლო ატმოსფეროში ჰაერის დიდ ჰორიზონტალურ მოძრაობებს ქარები განაგებენ, ოკეანის გარემოში იგივეს ოკეანის დინებები აკეთებენ.