ადაპტაცია

ცვლილებები ეკოლოგიურ, სოციალურ ან ეკონომიკურ სისტემებში, რომელთა მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება, რაც ჩვენ ამ რისკების მიმართ ნაკლებად დაუცველს ხდის. ადაპტაციის ღონისძიებები არის ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც უნდა განხორციელდეს კლიმატის ცვლილების დღევანდელ და მომავალ შედეგებზე საპასუხოდ. მათი განხორციელების ხარისხის მიხედვით, კლიმატთან დაკავშირებული პოტენციური ზიანი მეტ-ნაკლებად შერბილდება და მიიღწევა მეტ-ნაკლები მედეგობა.