უეცარი სტრატოსფერული დათბობა

სტრატოსფერული პოლარული მორევის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გამოწვეულია როსბის ტალღის ტროპოსფეროდან სტრატოსფეროში შეჭრით (ქვემოდან ზემოთ) და პოლარული მორევის ზედა ნაწილში მის „გარღვევით“, რაც მორევის შესუსტებას იწვევს. შედეგად ის გადაინაცვლებს და/ან იშლება ნაწილებად, რაც ცივი ჰაერის შუა განედებისკენ მნიშვნელოვან გადაადგილებას და პოლარულ სტრატოსფეროში ჰაერის ძალიან ანომალურ დათბობას იწვევს. სამეცნიერო ლიტერატურაში ამ მოვლენების აღსანიშნავად გამოიყენება აბრევიატურა SSW ( Sudden Stratospheric Warming ).