ტყის აღდგენა

ხეების დარგვა ტყის შესაქმნელად ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ადრე ტყე არსებობდა, მაგრამ რომელიც სხვა მიწათსარგებლობისთვის გამოიყენეს. ხეების, როგორც ნახშირბადის შთამნთქმელების, როლის გამო (ატმოსფეროდან CO2-ის შთანთქმა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტროპიკული ტყეების შემთხვევაში), ტყის აღდგენა კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებაა.