სტივი (STEVE)
აკრონიმი Strong Thermal Emission Velocity Enhancement, რომელიც აძლევს სახელს ატმოსფერულ ოპტიკურ მოვლენას, რომელიც ზოგჯერ ატმოსფეროს ზედა ფენებში ხდება და გარკვეულ მსგავსებას ავლენს პოლარულ ციალთან. ეს არის წაგრძელებული, კაშკაშა, იისფერი მანათობელი ზოლი და მოვლენის სრულად დამაკმაყოფილებელი ახსნა ჯერ კიდევ არ არსებობს. სატელიტური მონაცემებიდან დადგინდა, რომ STEVE წარმოიქმნება 3000°C-ზე მაღალი ტემპერატურის პლაზმით, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობს და შემოსაზღვრულია ამ წაგრძელებულ სტრუქტურაში, დაახლოებით 25 კმ სიგანის, რომელიც 400 კილომეტრზე ცოტათი მეტ სიმაღლეზე წარმოიქმნება. ზოგჯერ STEVE ჩნდება მწვანე ფერის ციალთან ერთად, იმ ტიპისა, რომელსაც აქვს სტრუქტურა, ცნობილი როგორც „ღობის რიკულები" ("picket fence"), რაც საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ორივე მოვლენა ერთმანეთთანაა დაკავშირებული.