Q-კოდები
ბრიტანეთის მთავრობის მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილი კოდების ერთობლიობა, რათა გაადვილებულიყო კომუნიკაცია მის სამხედრო გემებსა და სანაპირო სადგურებს შორის. ეს სისტემა თავდაპირველად რადიოტელეგრაფისთვის შეიქმნა, თუმცა თანდათან სხვადასხვა სფეროზე გავრცელდა, მათ შორის ავიაციაში რადიოკავშირზე. თითოეული Q-კოდი სამი ასოსგან შედგება. პირველი არის იდენტიფიკატორი და ყველა კოდში ეს არის Q. ავიაციისთვის განკუთვნილი კოდები არის QAA-QNZ დიაპაზონში შემავალი კოდები, და მათ შორისაა რამდენიმე, რომელიც პილოტს ატმოსფერული წნევის სხვადასხვა საორიენტაციო მნიშვნელობას აწვდის.