შლეიფი
აირების და მყარი ან/და თხევადი ნაწილაკების სვეტი, ჩვეულებრივ დამაბინძურებელი, რომელიც ატმოსფეროში გამოიფრქვევა საკვამურიდან ან ნებისმიერი სხვა წერტილოვანი წყაროდან. ემისიის წყაროები შეიძლება იყოს ბუნებრივი (ვულკანი, ტყის ხანძარი...) ან ანთროპოგენული (შენობის ხანძარი, ნამჯის დაწვა, თბოელექტროსადგურის გამაგრილებელი კოშკი...). შლეიფის ფორმა დამოკიდებულია ადგილობრივ მეტეოროლოგიურ პირობებზე, განსაკუთრებით ატმოსფერული მდგრადობის ან არამდგრადობის ხარისხზე.