ნიმბუსი

ლათინური სიტყვა, რომელიც ნიშნავს წვიმის ღრუბელს. ტერმინი გამოიყენა ინგლისელმა ფარმაცევტმა ლუკ ჰოვარდმა (1772-1864) ღრუბლების თავის კლასიფიკაციაში და შემდგომში შევიდა ორი ღრუბლის გვარის ლათინურ სახელწოდებებში, რომლებიც ყოველთვის იძლევიან ნალექს (Nimbostratus და Cumulonimbus).