ლითოსფერო

დედამიწის მყარი ზედაპირული ფენა, რომელსაც სიხისტე ახასიათებს. იგი შედგება დედამიწის ქერქისა და მანტიის ყველაზე გარე ნაწილისგან. სიტყვას ეტიმოლოგიური წარმოშობა აქვს ბერძნულ სიტყვებში λίθος ( lithos ) და σφαίρα ( sphaíra ) და სიტყვასიტყვით ნიშნავს „ქვის სფეროს". ის კლიმატური სისტემის ერთ-ერთი კომპონენტია და ურთიერთქმედებს დანარჩენ ოთხთან (ატმოსფერო, ჰიდროსფერო, კრიოსფერო და ბიოსფერო), თუმცა მასში ცვლილებები გაცილებით ნელია და სხვებთან შედარებით სტატიკურად შეიძლება ჩაითვალოს.