გრეგალე

ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში ძლიერი, ცივი, მშრალი ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარის სახელწოდება. ამ გეოგრაფიულ არეალში გამოყენებულ საზღვაო ქართა როზეზე ის მდებარეობს ტრამონტანას (ჩრდილოეთის ქარი) და ლევანტეს (აღმოსავლეთის ქარი) შორის. ძველმა მეზღვაურებმა, რომლებიც ესპანეთის ხმელთაშუაზღვისპირა სანაპიროებიდან აღმოსავლეთისკენ მიემართებოდნენ, ამ სახელის გამოყენება დაიწყეს იმ ქარისთვის, რომელიც თითქოს საბერძნეთიდან უბერავდა.