ცეცხლის ტრიალი / ცეცხლოვანი ტორნადო
ცეცხლის მორევი, რომელიც ზევით, ვერტიკალურად იზრდება და რომლის იერი მტვრის მორევს ან წყლის ტრომბს მოგვაგონებს. მოვლენას სასაუბრო ენაში „ცეცხლოვან ტორნადოს“ უწოდებენ. როდესაც ტყის ხანძრის დროს ძალიან ცხელი ჰაერი ამოსვლისას ბრუნავს, ალი ეხვევა კონვექციურ სვეტს და ხვეულად ადის მასში, რის შედეგადაც ცეცხლის მორევი წარმოიქმნება. მისი ტიპური ზომებია 10-დან 50 მეტრამდე სიმაღლე და რამდენიმე მეტრი სიგანე. ის ჩვეულებრივ გრძელდება 1-დან 5 წუთამდე, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება უფრო ხანგრძლივი და უფრო დიდი ზომის იყოს.
ასევე ცნობილია როგორც: ცეცხლის გრიგალი