ეკვილუქსი
წლის ორი დღიდან თითოეული, როცა მოცემულ ადგილას ზუსტად 12 საათი სინათლეა (ინსოლაციით) და 12 საათი სიბნელე (მის გარეშე). მზის დისკოს კუთხური სიგანის გამო (დაახლოებით 32' რკალი), იგი არ ემთხვევა ბუნიობას: საგაზაფხულო ეკვილუქსი ხდება ამავე სახელწოდების ბუნიობამდე რამდენიმე დღით ადრე, ხოლო შემოდგომისა - რამდენიმე დღით გვიან. ბუნიობისას დღისა და ღამის ხანგრძლივობა გათანაბრებულია, მაგრამ მზის ამოსვლად ითვლება მომენტი, როცა მისი დისკოს ცენტრალური წერტილი ჰორიზონტის ზემოთ ჩნდება, ხოლო ჩასვლად - როცა ეს წერტილი მის ქვემოთ ჩადის.