კატატუმბოს ელვა

განსაკუთრებული ელექტრული ბუნების მეტეოროლოგიური მოვლენა, რომელიც ვითარდება ვენესუელაში, მარაკაიბოს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ბოლოსა და მდინარე კატატუმბოს ქვემო აუზის მომცველ ვრცელ ჭაობიან ტერიტორიაზე, რომლისგანაც მიიღო სახელი. ეს არის ელვის თითქმის უწყვეტი ციმციმი, რომელიც გამოწვეულია ამ ზონაში ჩვეულებრივ მიმდინარე ქარიშხლის ინტენსიური აქტივობით.