თოვლის ქარბუქი

ძლიერი, ქროლვებიანი ქარით დაბალ სიმაღლეზე მიწიდან აწეული თოვლი. ქარბუქთან ჩვეულებრივ გაიგივებენ ისეთ მოვლენას, როდესაც, მიწიდან დიდი რაოდენობით თოვლის აწევის გარდა, ძლიერი თოვლი მოდის და ფიფქებს გაბატონებული ძლიერი ქარი მიერეკება, რაც თითქმის მთლიანად ამცირებს ხილვადობას. ტერმინი გამოიყენება მაშინაც, როდესაც თოვლის ნაცვლად ქარი მტვერს ან ქვიშას ატარებს.