ანთროპოცენი

სახელწოდება, რომელიც მეცნიერული საზოგადოების ნაწილმა შემოგვთავაზა დედამიწის გეოლოგიური ისტორიის ახალი ეპოქის აღსანიშნავად, რომელსაც ადამიანის საქმიანობის გლობალური ზეგავლენა ახასიათებს. ამ წინადადების შესაბამისი საერთაშორისო კომისიის მიერ დამტკიცებამდე და მის ოფიციალურ სტატუსის მიღებამდე, ამჟამად გეოლოგიური თვალსაზრისით, მიმდინარე მეოთხეული პერიოდის უახლესი ეპოქა ჰოლოცენია.