ქარის სიჩქარე

მეტეოროლოგიური ცვლადი, რომელიც შეესაბამება ჰაერის გადაადგილების ჰორიზონტალურ მდგენელს მოცემულ ადგილას და მომენტში. ცნობილია ასევე როგორც ქარის ინტენსივობა, იგი იზომება ანემომეტრით და ყველაზე ხშირად გამოიხატება კმ/სთ-ში, თუმცა გამოიყენება აგრეთვე მ/წმ (საერთაშორისო სისტემა) და კვანძი (საზღვაო და საჰაერო ნავიგაციაში). ზემოთ მოცემული განმარტება შეესაბამება ე.წ. „მყისიერ სიჩქარეს“, რომელიც, პირველ მიახლოებაში, შეგვიძლია ქარის ნაკადთან გავაიგივოთ. ობსერვატორიებში, ამის გარდა, იზომება ქარის სიჩქარის მნიშვნელობებიც, რომლებიც გარკვეულ დროის შუალედს შეესაბამება. თითოეული ეს მონაცემი წარმოადგენს „საშუალო სიჩქარეს“, თუმცა ეს გარემოება ჩვეულებრივ არ მიეთითება. უმეტეს ობსერვატორიასა და მეტეოროლოგიურ სადგურზე ქარის სიჩქარის მონაცემები ჩვეულებრივ ათწუთიანი საშუალოებით ფიქსირდება.

დაკავშირებული ტერმინები: ქარი, ბარბი