თავსხმა
ძლიერი, ხანმოკლე ნალექი, რომელიც უეცრად იწყება და მთავრდება და ასევე ხასიათდება ინტენსივობის სწრაფი ცვლილებებით. თავსხმებს კონვექციური ღრუბლები წარმოქმნის და შეიძლება იყოს წვიმის, თოვლის ან სეტყვის სახით. წვეთების, ფიფქების ან სეტყვის მარცვლების ზომა, როგორც წესი, უფრო დიდია, ვიდრე სხვა ტიპის ნალექების დროს.
დაკავშირებული ტერმინები: აეროზოლი (აეროზოლები)