ხმელთაშუაზღვისპირეთის კლიმატი

კლიმატი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ხმელთაშუა ზღვას ეხება, მხოლოდ იქ - მის გავლენის არეალში - არ გვხვდება, არამედ მსოფლიოს სხვა ადგილებშიც, სხვადასხვა ვარიანტით. კიოპენის კლიმატურ კლასიფიკაციაში იგი ზომიერი კლიმატის (C ტიპი) ქვეტიპს შეესაბამება. ეს კლასიფიკაცია ერთი მხრივ განიხილავს ტიპურ ხმელთაშუაზღვისპირეთის კლიმატს (Csa), მშრალი, ცხელი ზაფხულით, და, მეორე მხრივ, ოკეანური გავლენის მქონეს (Csb), უფრო რბილი ზაფხულით.