სიცხის გუმბათი

თბილი ჰაერის ქედი, რომელსაც ხელს უწყობს მდგრადი ბლოკირების სიტუაცია და რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ერთგვარი გუმბათი ან კამარა ჩაკეტილი ჰაერისა, სადაც ტემპერატურა ტროპოსფეროს ნებისმიერ დონეზე ანომალურად მაღალია. ეს სასაუბრო გამოთქმა ბოლო წლებში გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ექსტრემალური სიცხის ტალღების სულ უფრო ხშირ წარმოქმნასთან პარალელურად.