ბადე

წერტილთა ერთობლიობა, რომლებშიც ამინდის ან კლიმატის პროგნოზირების მათემატიკური მოდელი სივრცულად ანაწილებს და განსაზღვრავს თავის მიერ გამოყენებულ სხვადასხვა ცვლადს. ორ მეზობელ ბადის წერტილს შორის მანძილი შესაბამისი მოდელის სივრცულ გარჩევადობას წარმოადგენს. დღესდღეობით ზოგადი ცირკულაციის მოდელები (GCM) 10-დან 20 კმ-მდე გარჩევადობას აღწევს. გამოწვევა მომდევნო წლებში - სუპერკომპიუტერების გამოთვლითი სიმძლავრის შემდგომი ზრდის კვალდაკვალ - GCM-ების გარჩევადობის 5 კილომეტრამდე დაყვანაა.

ასევე ცნობილია როგორც: ბადური ქსელი